ახალი ამბები

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთი/ხობი/სენაკის ოლქში ზოდელავა იქნება

2 სექტემბერი, 2020 • 1435
ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთი/ხობი/სენაკის ოლქში ზოდელავა იქნება

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა იქნება.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მურთაზ ზოდელავას კონკურენტი ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიიდან ირაკლი ხახუბია იქნება, ხოლო “ევროპული საქართველოდან” – გიგა ბოკერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი