ახალი ამბები

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში”, კონფერენციის მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

2 სექტემბერი, 2020 • 1446
ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში”, კონფერენციის მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” ჩატარებული კონფერენციის მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, “ოაზისის” სტუმარს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან. მას სიმპტომები გამოუვლინდა სასტუმროში, კონფერენციაზე დასწრებისას:

“სასტუმრო “ოაზისში” მიმდინარეობს ჩემი კოლეგების კონფერენცია და იქ ერთი ადამიანი იყო საეჭვო, რომელსაც სიმპტომები ჰქონდა და იყო კონტაქტირებული ინფიცირებულთან. ამიტომ ის გაიტესტა და ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დადასტურდა ინფექცია. ალბათ, ჩატარდება მასობრივი გამოკვლევა ადამიანების. პირველ რიგში, ახლო კონტაქტების გამოკვლევა და მათი იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანა”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

2 სექტემბრის დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა დღიური რეკორდული – 38 შემთხვევა, მათგან 22 არის ბათუმში არსებული საკონდიტრო “დონას” კლასტერიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი