ახალი ამბები

31 აგვისტოს გავაკეთეთ განაცხადი COVID-19-ის ვაქცინის 700 ათას დოზაზე – გამყრელიძე

2 სექტემბერი, 2020 • 681
31 აგვისტოს გავაკეთეთ განაცხადი COVID-19-ის ვაქცინის 700 ათას დოზაზე – გამყრელიძე

დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინების გლობალურ ალიანსში საქართველომ 31 აგვისტოს გააკეთა ოფიციალური განაცხადი, რომ ვაქცინის დამტკიცების შემდეგ ქვეყანამ 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა მიიღოს. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ 31 აგვისტოს გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია კოვიდ პლატფორმაში მონაწილეობით, შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის, ანუ დაახლოებით 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება შესაბამისი განფასებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, 18 სექტემბერს იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება, 8 ოქტომბერს კი ვაქცინების გლობალურ ალიანსში პირველი შენატანი გადაირიცხება, რომლითაც ქვეყანა მიიღებს გარანტიას, რომ ვაქცინის დამტკიცების შემდეგ ის ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის. გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული ვაქცინა, პირველ რიგში, რისკჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი