ახალი ამბები

2 სექტემბერს კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი რეკორდულია

2 სექტემბერი, 2020 •
2 სექტემბერს კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი რეკორდულია

2 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღეს ქვეყანაში დაავადების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მანამდე, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი აპრილში დაფიქსირდა, როცა 24 საათში ვირუსი 34 პირს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამგვარ სცენარს პროგრნოზირებდნენ, რადგანაც ზაფხულში ხალხის მობილობა გაზრდილია:

“ეს პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მობილობა სერიოზულად არის გაზრდილი ქვეყანაში. ზაფხულია, შიდა ტურიზმი სეიროზულად არის გაზრდილი ქვეყანაში. ეს 38 იქნება, 40 თუ 50 ჯანდაცვის სისტემისთვის ტვირთს არ წარმოადგენს და მართვადია. თუმცა ჩვენ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას და არ უნდა შვიქმნათ ილუზია, ქართველებმა დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია”, – ამბობს ამირან გამყრელიძე და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.


კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში, საკონდიტრო „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება, 7 დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, 4 – შემოტანილი შემთხვევა, 5-ის ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით კი კვლევა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი