ახალი ამბები

აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 აგვისტო, 2020 • 596
აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 აგვისტოს აფხაზეთში 97 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, ამ დრომდე, ჯამში, კოვიდ-19-ის 330 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 120 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

საქართველო უნდობლობას უცხადებს დე ფაქტო მთავრობის ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი