თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ჩამოეწერებათ გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ 2009 წლიდან არსებული დავალიენებები, რომელთა ხანდაზმულობა სამი და მეტი წელია. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“მოგახსენებთ,რომ სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს. სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გააჩნია მომსახურების მაღალი ხარისხი, შესაბამისად, მოქალაქეები ჰოსპიტალს სამედიცინო
მომსახურებისთვის ხშირად მიმართავენ. ცხადია, აღნიშნული მომსახურება გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს და ჰოსპიტალი შემოსავლებს პაციენტებისაგან იღებს”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ეს ინიციატივა 1 000-მდე ადამიანს შეეხება, დავალიანებების ჯამური რაოდენობა კი 1 600 000 ლარს შეადგენს.