ახალი ამბები

ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ისტორიული ავიარეისი შესრულდა

31 აგვისტო, 2020 • 1235
ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ისტორიული ავიარეისი შესრულდა

ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ისტორიული პირდაპირი ავიარეისი შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღნიშნული ფრენა მას შემდეგ შესრულდა, რაც 13 აგვისტოს ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ისრაელიდან პირველი კომერციული ფრენით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ისრაელისა და აშშ-ის ოფიციალური პირების დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციის წევრებს შორის იყო თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერიც, რომელმაც თქვა, რომ აღნიშნული რეისით მგზავრობა მისთვის “პატივია”.

“ის, რაც აქ მოხდა, სამი დიდი ლიდერი შეიკრიბა და მათ დაიწყეს ახლო აღმოსავლეთის ახალი ისტორიის დაწერა. მათ თქვეს, რომ მომავალი არ უნდა განისაზღვროს წარსულით”, — განაცხადა კუშნერმა.

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა. მან შეთანხმებას ისტორიული უწოდა.

“უდიდესი მიღწევაა დღევანდელი ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს ორ მეგობარს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებული საამიეროებს შორის”, — წერს ტრამპი.

ტრამპის ტვიტი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც გააზიარა და “ისტორიული დღე!” დააწერა.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე ისრაელს არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა არაბეთის ყურის ქვეყნებთან.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩმა აშშ-ში იუზეფ ალ ოტაიბამ აღბიშნა, რომ ეს შეთანხმება “გამარჯვებაა დიპლომატიისა და რეგიონისთვის”.

“ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა ისრაელთან ურთიერთობებში, რომელიც ამცირებს დაძაბულობას და ქმნის ახალ ენერგიას პოზიტიური ცვლილებისთვის” ,— განაცხადა მან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი