ახალი ამბები

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

13 აგვისტო, 2020 •
ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა. მან შეთანხმებას ისტორიული უწოდა.

“უდიდესი მიღწევაა დღევანდელი ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს ორ მეგობარს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებული საამიეროებს შორის”, — წერს ტრამპი.

ტრამპის ტვიტი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც გააზიარა და “ისტორიული დღე!” დააწერა.

როგორც BBC  წერს, დონალდ ტრამპის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აბუ დაბის პრინც მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაიენის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ისტორიული მიღწევა ხელს შეუწყობს მშვიდობას შუა აღმოსავლეთში”.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე ისრაელს არაბეთის ყურის ქვეყნებთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩმა აშშ-ში იუზეფ ალ ოტაიბამ აღბიშნა, რომ ეს შეთანხმება “გამარჯვებაა დიპლომატიისა და რეგიონისთვის”.

“ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა ისრაელთან ურთიერთობებში, რომელიც ამცირებს დაძაბულობას და ქმნის ახალ ენერგიას პოზიტიური ცვლილებისთვის” ,— განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი