ახალი ამბები

“ოცნების” ოფისში კორონავირუსი კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

31 აგვისტო, 2020 • 876
“ოცნების” ოფისში კორონავირუსი კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

“ქართული ოცნების” სათავო ოფისში ამ დრომდე კორონავირუსი დაუდასტურდა ოფისის 2 თანამშრომელს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტესტირება სულ 200-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა, მათი ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კი წესების დაცვით აგრძელებს მუშაობას.

“ქართული ოცნების” ოფისში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს დაფიქსირდა. როგორც “ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, ოფისში გუშინვე ჩატარდა ყველა ის ღონისძიება, რაც ეპიდემიოლოგიური პროტოკოლებით არის განსაზღვრული, ჩატარდა დეზინფექცია, ახლო კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში გადავიდნენ, ოფისის დანარჩენ თანამშრომლებს კი ტესტირებები ჩაუტარდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი