ახალი ამბები

კობახიძე: IRI-ის, NDI-ისა და ევროპარლამენტის დამკვირვებლები შესაძლოა არ ჩამოვიდნენ

31 აგვისტო, 2020 •
კობახიძე: IRI-ის, NDI-ისა და ევროპარლამენტის დამკვირვებლები შესაძლოა არ ჩამოვიდნენ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, IRI-ის, NDI-ისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები შესაძლოა, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში არ ჩამოვიდნენ.

კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ PCR ტესტირება, ხელისუფლების მხრიდან მათთვის შეთავაზებული იქნება ლოჯისტიკურად განსხვავებული პირობები, მათ შორის, შეიძლება სპეციალური ფრენების ორგანიზებაც კი მოხდეს იმისათვის, რომ დამკვირვებლებს გაუადვილდეთ საქართველოში ჩამოსვლა.

„დღევანდელი მდგომარეობით, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები ეუთო-დან, ოდირიდან და საპარლამენტო ასამბლეებიდან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების საკმაოდ მასშტაბური ვიზიტიც იგეგმება. არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება დამკვირვებლების არჩამოსვლის საკითხი. ეს არის IRI და NDI, ევროპარლამენტი, სადაც ჯერ კიდევ ადგენენ წესებს, ზოგადად, არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ თემაზე:

ტრადიციული საარჩევნო კამპანიის დასასრული?

მასალების გადაბეჭდვის წესი