შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური ზღვარი 29 614-მა აბიტურიენტმა გადალახა, რაც რეგისტრირებული აბიტურიენტების 75%-ს შეადგენს.
“წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი – 75%. ასე რომ, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ეს წელი გამოცდა იყო თავად ცენტრისთვისაც, რადგანაც მას უპრეცედენტოდ რთულ ვითარებაში მოუწია სხვადასხვა გამოცდის ჩატარება დაახლოებით 70.000 ადამიანისათვის”, – განაცხადა გორგოძემ.
გორგაძის თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აბიტურიენტებიდან 100%-იანი გრანტი 6 550-მა მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება- 1 500-მდე, 50%-იანი გრანტი კი, 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.