ახალი ამბები

18 ახალი შემთხვევიდან 11 შემოტანილია – ეზუგბაია

31 აგვისტო, 2020 • 845
18 ახალი შემთხვევიდან 11 შემოტანილია – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 18 ახალი შემთხვევიდან 11 შემოტანილია. აქედან 9 კი საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა.

“18 დადასტურებული შემთხვევიდან 7 გახლავთ დადასტურებულთან კონტაქტი, ხოლო 11 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია”, – ამბობს ეზუგბაია ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, შემოტანილ შემთხვევებს შორის არიან პირები, რომლებიც ქვეყანაში 12-14 დღის წინ შემოვიდნენ, კარანტინი გაიარეს და საკარანტინე პერიოდის ბოლოს, ტესტირების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ეზუგბაია განმარტავს, რომ დღეს ქვეყანაში 220 პაციენტია, რომელიც კორონავირუსზე მკურნალობს, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 21 პაციენტის – მძიმე.


საქართველოში, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

mთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის  1487 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 1240 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი