ახალი ამბები

31 აგვისტო: კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 აგვისტო, 2020 •
31 აგვისტო: კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის  1487 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 1240 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 221. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ 41 საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი