ახალი ამბები

ბიბილოვი „არაპროფესიონალიზმს“ ასახელებს ჯაბიევის გარდაცვალების მიზეზად

29 აგვისტო, 2020 • 892
ბიბილოვი „არაპროფესიონალიზმს“ ასახელებს ჯაბიევის გარდაცვალების მიზეზად

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ინალ ჯაბიევის გარდაცვალება „არაპროფესიონალიზმმა და სამართალდამცავი ორგანოების უხეშმა თვითნებობამ“ გამოიწვია.

ჯაბიევი 28 აგვისტოს ცხინვალის იზოლატორში დაკითხვისას, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს, რასაც საპროტესტო დემონსტრაცია და დე ფაქტო პრემიერისა გადადგომა და მთავრობის დათხოვნა მოჰყვა. დე ფაქტო პარლამენტი აქციის შემდეგ გენ.პროკურორის გადადგომასაც ითხოვს.

29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ბიბილოვი ასევე ამბობს, რომ საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და „შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს“.

„დარწმუნებული ვარ, რომ მის [ჯაბიევის] სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით, განურჩევლად მათი თანამდებობისა და წოდებებისა. დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთი დამნაშავე ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას“, – აცხადებს ბიბილოვი.

დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ დაუშვებელია, „ტრაგედიის ვინმეს არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“. ბიბილოვის განცხადებას დე ფაქტო მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

სამხრეთ ოსეთის ციხეებში არაადამიანურ მოპრყრობაზე ადგილობრივები არაერთი წელია, საუბრობენ.

ვრცლად:

რა ხდება ცხინვალში – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი