ახალი ამბები

თბილისში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი დააზიანეს

29 აგვისტო, 2020 • 1017
თბილისში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი დააზიანეს

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი, რომელზეც დავთი თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი არიან გამოსახულები, საღებავებით დააზიანეს.

ირმა ინაშვილი ბანერის დაზიანების ფაქტს პარტიის ლიდერების აფხაზეთში ჩასვლას უკავშირებს. ინაშვილის თქმითვე, პარტია ბანერის დაზიანების გამო „საჩივრის შეტანას“ აპირებს.


ასლან ბჟანიას შტატგარეშე მრჩევლის, პარტია „სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის, ლაშა საკანიასა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა.

თავიდან ლაშა საკანიამ ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებზე ინფორმაცია უარყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აღიარა, რომ საქართველოს “პატრიოტებთან” შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა, მისი განმარტებით, “ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია”, რომლის ორგანიზებაც მოხდა მისი მოსკოველი მეგობრების თხოვნით.

მოგვიანებით ლაშა საკანია თანამდებობიდან გადადგა, აფხაზურმა ეკლესიამ კი, რომელსაც „პატიოტებმა“ ხატი გადასცეს, განაცხადა, რომ უარს ამბობს, ხატი მიიღოს.

აფხაზური ეკლესია ინაშვილის ნაჩუქარ ხატზე უარს ამბობს

ნახეთ ასევე:

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი