ახალი ამბები

ბელარუსში საერთაშორისო მედიების ჟურნალისტებს აკრედიტაციები გაუუქმეს

29 აგვისტო, 2020 • 1077
ბელარუსში საერთაშორისო მედიების ჟურნალისტებს აკრედიტაციები გაუუქმეს

ბელარუსში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაპორტალის, TUT.BY იუწყება, რომ ბელარუსში მომუშავე საერთაშორისო მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ხელისუფლებამ აკრედიტაციები შეუჩერა.

იგივეს იუწყება ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ კორესპონდენტი ნატალია ვასილიევა: ის წერს, რომ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ ჟურნალისტებს, ვინც უცხოური მედიისთვის მუშაობდა, აკრედიტაციები გაუუქმა.

ეს, მისი განმარტებით, ნიშნავს, რომ „როიტერსის“, „ფრანც პრესის“, „დოიჩე ველსე“, AP-ის და სხვა ბიუროებისთვის მომუშავე ადგილობრივ ჟურნალისტებს, თუკი ქუჩაში გასაშუქებლად გავლენ, პატიმრობა ემუქრებათ, როგორც აქციის მონაწილეებს.

წინა დღეს, 28 აგვისტოს, ბელარუსის ხელისუფლებამ 50-მდე ჟურნალისტი დააკავა, ერთი მათგანი კი ქვეყნიდან გააძევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი