ახალი ამბებიგართობაკინო

კინოეთეატრები ნოლანის ახალი ფილმით და “მულანით” იხსნება

28 აგვისტო, 2020 • 2193
კინოეთეატრები ნოლანის ახალი ფილმით და “მულანით” იხსნება

Covid-19 პანდემიის გამო 5-თვიანი უფუნქციობის  შემდეგ,  მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კინოთეატრები 15 სექტემბრიდან ახალი რეგულაციებით იხსნება.

კინოთეატრის წარმომადგენლებისთვის კონკრეტული რეგულაციების შესახებ ამ დროისთვის უცნობია.  კინოთეატრ “კავეას” მარკეტინგული მენეჯერის, სალომე კუპრაშვილის თქმით, ოფიციალურ მითითებებს მომდევნო კვირის დასაწყისში ელოდებიან.

კინოჩვენებები  კავეაში ამერიკელი რეჟისორის, კრისტოფერ ნოლანის “ტენეტისა” და  სტუდია “დისნეის” 1998 წლის მულტფილმის კინოვერსიის, “მულანის”   პრემიერით განახლდება. როგორც  კავეას მარკეტინგული მენეჯერი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს,  ბილეთებზე “ფასები შენარჩუნდება.”

კინოთეატრებში სავარაუდო  რეგულაციების შესახებ  26 აგვისტოს ისაუბრა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა, ბექა ფერაძემ. მისი თქმით, შენობებში სავადებულო გახდება სქრინინგი,   პირბადით დასწრება და 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი