საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 2 შემთხვევა უკავშირდება დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს, 3  შემოტანილია, 3-ის წყარო კი ჯერჯერობით უცნობია. შემოტანილ შემთხვევათაგან ყველა მათგანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 1455 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1196 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 230 ადამიანი, 5806 მოქალაქე კი კარანტინში იმყოფება.