ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს რკინიგზა 28, 29, 30 აგვისტოს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისზე ვაგონებს ამატებს

27 აგვისტო, 2020 • 735
საქართველოს რკინიგზა 28, 29, 30 აგვისტოს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისზე ვაგონებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 28; 29 და 30 აგვისტოს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ № 808/807 მატარებელზე ვაგონების რაოდენობას ამატებს.

გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას  გისურვებთ!

მასალების გადაბეჭდვის წესი