ახალი ამბებირეკლამა

გიორგი ვაშაძის მიმართვა გახარიას და გომელაურს – თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც ახალგაზრდებს უქსევთ პოლიციას და არ ებრძვით კრიმინალს

27 აგვისტო, 2020 • 1237
გიორგი ვაშაძის მიმართვა გახარიას და გომელაურს – თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც ახალგაზრდებს უქსევთ პოლიციას და არ ებრძვით კრიმინალს

„თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც  არ ებრძვით კრიმინალს, თანამშრომლობთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ერთადერთი თქვენი გამოსავალი ახალგაზრდების დევნა და დაშინებაა,“- ასე მიმართა დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ გიორგი გახარიასა და შსს-ს მინისტრს,ვახტანგ გომელაურს და ფაქტების უკეთ დასამტკიცებლად ვიდეო ჩანაწერები გაუგზავნა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი გიორგი ვაშაძის ერთ-ერთ მხარდამჭერს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს პოლიცია არ ებრძვის კრიმინალს და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა. რამდენიმე  დღეა, რაც პოლიციელები  მთელი თბილისის მასშტაბით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერებს დასდევენ მის და ცდილობენ დააშინონ  ისინი.

“ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენული მდგომარეობაა. ყოველდღე უმძიმესი დანაშაულები ხდება: მკვლელობა, დაჭრა, ყაჩაღობა, ქურდობა და ამ ყველაფერს პოლიცია არ იძიებს. მკვლელები თავისუფლად დადიან. ამ ფონზე კი, რამდენიმე დღეა, ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებს ათობით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დასდევს მთელი თბილისის მასშტაბით. სრულიად უკანონოდ აჩერებენ, ჩხრეკენ, აშინებენ, რომ ძებნილები არიან, ბანკებთან არსებული სასესხო დავალიანებების გამო და სესხების ამოღებას ითხოვენ. დღეს ბატონ გომელაურს და ბატონ გახარიას ვუგზავნი დისკს, რომელზეც დანაშაულის კონკრეტული ნიშნებია ჩაწერილი, სადაც გადაღებულია, როგორ ემუქრება პოლიციელი ჩვენს მხარდამჭერს, რომელიც ქალაქში ნებადართულ ადგილებზე აკრავს პარტიის პოსტერებს, როგორ ეუბნება, რომ თურმე ძებნილია და შემდეგ უარყოფს, როგორ ემუქრება მანქანაში ჩასმით, თუ კრედიტს სრულად არ გადაიხდის პრობლემები შეექმნება, როგორ აწვდის გაურკვეველი პიროვნების ტელეფონს და ა.შ ასეთი რამ არ არსებობს არცერთ საპოლიციო სტანდარტში.

მივმართავ გახარიას და გომელაურს თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც ახალგაზრდებს უქსევთ პოლიციას, არ ებრძვით კრიმინალს, თანამშრომლობთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ერთადერთი თქვენი გამოსავალი არის ახალგაზრდების დევნა და დაშინება. პოლიციამ უნდა აკეთოს თავისი საქმე, უნდა ებრძოლოს კრიმინალს და არა ახალგაზრდებს დევნიდეს მთელ ქალაქში. არ შეიძლება ათობით საპატრულო ეკიპაჟი ცდებოდეს პოლიტიკური დავალებისთვის, როდესაც ქვეყანაში უამრავი კრიმინალური დანაშაულია, მაგალითად, გუშინწინ ორხევში დაჭრეს ადამიანი და დღემდე არაფერია გამოძიებული, რადგან პოლიციას არ სცალია კრიმინალისთვის, პოლიციას პირიქით თანამშრომლობს კრიმინალთან და მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის სცალია,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი