ახალი ამბები

27 აგვისტო: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი

27 აგვისტო, 2020 • 852
27 აგვისტო: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 40-ით გაიზარდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 1 შემთხვევა ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, 6 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს, 4 კი –  შემოტანილია, საიდანაც 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 1447 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1190 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 252 ადამიანი, 6010 მოქალაქე კი კარანტინში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი