ახალი ამბები | რეკლამა | ,

„დღეს ქვეყანაში შიმშილთან ერთად უმთავარესი პრობლემა კრიმინალი გახდა“ – გიორგი ვაშაძე

26 აგვისტო, 2020 | | 444
„დღეს ქვეყანაში შიმშილთან ერთად უმთავარესი პრობლემა კრიმინალი გახდა“ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში სამართალდამცავი ინსტიტუციები სრულად ჩამოშლილი და დეგრადირებულია. ვაშაძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციამ კრიმინალს ებრძოლოს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერებს ქუჩა-ქუჩა დასდევს და მუქარის ტონით ელაპარაკება. ამ ფონზე, „დამსხვრეული ოცნებების” ხელისუფლებამ ქვეყანა მარცხთან მიიყვანა – კრიმინალები დღეს თავისუფლად დადიან, ხოლო მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის  ეშინიათ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არსებული კრიმინალური მდგომარეობაა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციების სრულიად ჩამოშლამ გამოიწვია

„დღეს ქვეყანაში შიმშილთან ერთად უმთავრესი პრობლემა კრიმინალი გახდა. ხალხს კლავენ, აყაჩარებენ, ჭრიან და გამოძიება დუმს. დამნაშავეები დაკავებულები არ არიან. ქვეყანაში მომატებულია კრიმინოგენური ფონი და რაც ყველაზე სამწუხაროა, ადამიანებს უბრალოდ ეშინიათ ქუჩაში ღამით, სიბნელეში გამოსვლის, ირგვლივ შიშია გამეფებული. ეს არის უმძიმესი ვითარება, რაც მოიტანა სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციების სრულმა ჩამოშლამ. ბოლო ორი ღამის განმავლობაში თბილისში დასდევს ჩვენს მხარდამჭერებს, ემუქრებიან, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლონ კრიმინალს. როცა ამდენი პოლიციელი დროს კარგავს ინფორმაციების ძებნით, რომ ჩვენი მხარდამჭერები არსებული საბანკო დავალიანების გამო დააკავონ, ელაპარაკებიან მუქარის ტონით და ამ ფონზე არ ებრძვიან კრიმინალს, ძალიან სამწუხაროა. დღეს ქვეყანაში სრულიად დეგრადირებულია სამართალდამცავი ინსტიტუციები,“ – გიორგი ვაშაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი