ახალი ამბები

26 აგვისტო: კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26 აგვისტო, 2020 • 756
26 აგვისტო: კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი გუშინდელი დღის შემდეგ არ შეცვლილა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 1436 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1150 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 259 აქტიური შემთხვევაა, ანუ პაციენტი, რომელსაც Covid 19 დაუდასტურდა და რომელიც ახლა მკურნალობს.

ამასთანავე, უწყება ამბობს, რომ სულ ჩატარდა 349 632 პისიარ ტესტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი