ახალი ამბები

ბავშვის ანაბარს მშობელი სასამართლოს გარეშე ვერ გაანაღდებს

25 აგვისტო, 2020 • 2038
ბავშვის ანაბარს მშობელი სასამართლოს გარეშე ვერ გაანაღდებს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში პირველი სექტემბრიდან შედის ცვლილებები, რომელიც არასრულწლოვანთა მოძრავ ქონებას ეხება.

კანონის თანახმად, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის „მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“.

ამასთანავე, კანონი ამბობს, რომ კოდექსის 186-ე მუხლს 1​1  ნაწილი ემატება, რომლის შინაარსიც შემდეგნაირია:

„ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.“.

ნეტგაზეთს საბანკო ასოციაციაში დაუდასტურეს, რომ კანონი ასევე ეხება საბავშვო ანაბრებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი