ახალი ამბები

მე-19 გარდაცვლილი პაციენტი ბინაზე მკურნალობდა – ეზუგბაია

25 აგვისტო, 2020 • 1206
მე-19 გარდაცვლილი პაციენტი ბინაზე მკურნალობდა – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზგბაიას თქმით, მე-19 გარდაცვლილი პაციენტი მისი მეთვალყურეობის ქვეშ სახლში მკურნალობდა.

პაციენტს, რომელსაც მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა ჰქონდა, ასევე, კოვიდ-ინფიცირებული ოჯახის წევრი უვლიდა.

“პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო… პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე, მას უვლიდა მისი და – ისიც ასევე კოვიდ-ინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენ მიერ, უშუალოდ მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე დგებოდა ჩვენი საუბარი. დაავადება ორივესთან მსუბუქად მიმდინარეობდა, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 428 შემთხვევაა დადასტურებული, 1 150 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.კარანტინის რეჟიმშია 7 005, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -255 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი