ახალი ამბები

მსურს, მწუხარება გამოვხატო შატილში ტრაგიკულად დაკარგული სიცოცხლეების გამო – დეგნანი

24 აგვისტო, 2020 • 935
მსურს, მწუხარება გამოვხატო შატილში ტრაგიკულად დაკარგული სიცოცხლეების გამო –  დეგნანი

აშშ-ის საელჩო საქართველოში შატილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ელჩი კელი დეგნანი საელჩოს სახელით დაღუპულთა ოჯახებს მიმართავს და მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

„ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული ჩვიდმეტი სიცოცხლის გამო.

ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს”, – ამბობს დეგნანი.


შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, გუშინ, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის- მიკროავტობუსის მძღოლი.

3 გადარჩენილი მგზავრი ამჟამად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. ექიმის, ლევან რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი