ახალი ამბები

შოკირებული ვარ საქართველოში მომხდარი ავარიით – ევროსაბჭოს გენმდივანი

24 აგვისტო, 2020 • 945
შოკირებული ვარ საქართველოში მომხდარი ავარიით – ევროსაბჭოს გენმდივანი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“შოკირებული და დამწუხრებული ვარ გუშინ საქართველოში მომხდარი ავარიით. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა. გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას ქართველი ხალხისა და მთავრობისადმი”, – აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.

შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, გუშინ, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის, მიკროავტობუსის მძღოლი. სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი