ახალი ამბებირეკლამა

დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობა – „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქცია კანცელარიასთან

24 აგვისტო, 2020 • 803
დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობა – „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქცია კანცელარიასთან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახლგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, სადაც ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარება გააპროტესტეს.

ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, ლაშა დიაროვის განცხადებით „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში კრიმინალური ქმედებები გაიზარდა, ხოლო გამოძიებული დანაშაულების რაოდენობამ იკლო, ამის მიზეზად კი სამართალდამცავი სტრუქტურების არასწორ მუშაობას ასახელებს.

მისი თქმით დღეს საქართველოში ქართველი ხალხი თავს დაცულად ვერ გრძნობს და მიაჩნია, რომ ოქტომბერში მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირება მოხდება, რაც ხელს შეუწყოებს ქვეყანაში კრიმინალის დონის შემცირებას

„სამწუხაროდ უკვე დღე აღარ გავა, რომ არ გავიგოთ რაიმე საზარელი დანაშაულის შესახებ. ეს იქნება მკვლელობები, გაუპატიურებები თუ ა.შ.  დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის თითოეული დღე იქცა ახალი დანაშაულის წახალისებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის დღეებად. სამწუხაროდ ჩვენ უკვე IDF-ის ოფიციალური ციფრებიც ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“  მმართველობის პირობებში დღითიდღე იზრდება ძალმომრეობითი დანაშაულებების  რაოდენობა და კლებულობს გამოძიებული დანაშაულებების რაოდენობა. რეალურად სხვაობა არის 4 000-ზე მეტი- ჩადენილ დანაშაულებებსა და დაუსჯელ პირებს შორის არის სხვაობა.

41 ათასზე მეტი კრიმინალი დადის დღეს ქუჩაში და როგორ შეიძლება ამის შემდგომ დღეს ჩვენ ვიგრძნოთ თავი დაცულებად და ფაქტია, რომ არც ვართ დაცულები. ზოგ ადამიანს მანქანაში პოულობენ სამწუხაროდ გარდაცვლილს, ზოგიერთს საკუთარ კოტეჯში,ზოგიერთს მტკვარში და ა.შ. სამწუხაროდ დღეს საქართველოში საქართველოს მოქალაქეები თავს დაცულად არ გრძნობენ და ეს ყველაფერი არის დამსხვრეული ოცნებების პარტიისა და  მათი მესვეურების დამსახურება. სამწუხაროდ მთავრობა პოლიციას და  სამართალდამცავ სტრუქტურებს იყენებს არასწორად, პოლიტიკური მიზნებისთვის. პოლიციელები დაგვდევენ ჩვენ- ახალგაზრდა აქტივისტებს, ოპოზიციის წევრებს, უთვალთვალებენ, აშანტაჟებენ და იჭერენ მათ.

რეალურად კი  ის საქმე, რაც მათ უნდა გააკეთონ ამ საქმეს აღარ აკეთებენ. ოქტომბერში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მოვიდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფალი, რომელიც  სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირებას მოახდენს და  სამართალდამცავ ორგანოებს დაუბრუნებს მის რეალურ  ფუქნციას. ამის შემდგომ დარწმუნებული ვარ, რომ  კრიმინალის დონეც დაიწევს ქვეყანაში და დანაშაულებიც გამოძიებული იქნება“ – ამბობს ლაშა დიაროვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი