ახალი ამბები

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

24 აგვისტო, 2020 • 1714
25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე 23 აგვისტოს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, ხოლო 3 ადამიანი  მძიმედ დაშავდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი