ახალი ამბები

24 აგვისტო: კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 აგვისტო, 2020 • 1023
24 აგვისტო: კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1421 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შორის 1137 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 259 აქტიური შემთხვევაა, ანუ ის პაციენტი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობს.

ამასთანავე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 341 166 პისიარ ტესტი, ყოველდღიურად, კი, დაახლოებით, 1600 ტესტი ტარდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი