ახალი ამბები

ძლიერი წვიმა ქუთაისში – დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი

23 აგვისტო, 2020 • 1173
ძლიერი წვიმა ქუთაისში – დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი

ქუთაისში 23 აგვისტოს ინტენსიურმა წვიმამ რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია.

როგორც ქალაქის მერია იუწყება, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე ფოთის, ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები.

დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

მერიის თანახმად, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, ა(ა)იპ ,,სპეც სერვისები” და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ. ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი