ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში Covid-19-ის კიდევ 8 შემთხვევა გამოავლინეს

23 აგვისტო, 2020 •
აფხაზეთში Covid-19-ის კიდევ 8 შემთხვევა გამოავლინეს

აფხაზეთში 23 აგვისტოს Covid-19-ით ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა, – იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შექმნილი ოპერატიული შტაბი.

მათი ცნობით, ჯამში ინფიცირებულია 242 ადამიანი, რომელთაგანაც 92 გამოჯანმრთელდა. ოფიციალური ცნობებით, გარდაიცვალა სამი ადამიანი. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა რუსეთთან მიმოსვლის აღდგენას მოჰყვა.

საქართველო უნდობლობას უცხადებს დე ფაქტო მთავრობის ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს.

აფხაზეთში მედპერსონალით დახმარებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი