ახალი ამბები | საზოგადოება | სამხრეთ კავკასიის ამბები | ,

აფხაზეთში მედპერსონალით დახმარებას ითხოვენ

17 აგვისტო, 2020 | | 565
აფხაზეთში მედპერსონალით დახმარებას ითხოვენ

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო, კორონავირუსის პირობებში, გუდაუთის ჰოსპიტალში ექიმების დასახმარებლად ვოლონტიორებს ეძებს.

“კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან აფხაზი ექიმები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, იღლებიან და ავად ხდებიან. დღეს პერსონალი უბრალოდ აღარ არის საკმარისი, რადგანაც მკვეთრად გაიზარდა დაავადებულთა რიცხვი. ძვირფასო აფხაზეთის მოქალაქეებო! ამჟამად გუდაუთის ჰოსპიტალში უმცროსი სამედიცინო პერსონალის დეფიციტია, კერძოდ, სანტირების. საჭიროა ფიზიკური დახმარება. პერსონალი ვეღარ უმკლავდება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამჟამად გუდაუთის კლინიკაში, ოფიციალური ცნობით, 21 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ერთი მძიმეა, სამი კი – საშუალო სიმძიმის.

აფხაზური მხარის მონაცემებითვე, აფხაზეთში კორონავირუსის სულ 189 შემთხვევაა დადასტურებული, 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი  გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი