ახალი ამბები

ბელარუსში აქციის მონაწილე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

23 აგვისტო, 2020 •
ბელარუსში აქციის მონაწილე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

ბელარუსში 28 წლის დემონსტრანტი ნიკიტა კრივცოვი, რომელიც 12 აგვისტოს საპროტესტო აქციის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, ტყეში მოკლული იპოვეს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია კრივცოვის მეუღლეზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

ოჯახი და მოხალისეების დაკარგულ კაცს 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. არიან დაკარგულები. ოფიციალიტი უწყებების მიერ დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ. კიდევ ერთი აქციის მონაწილეს კი, ბელარუსის შსს-ს ცნობით, ავტომანქანა დაჯახა და ასე გარდაიცვალა.

ცვლილებების მომხრენი უმრავლესობაში ვართ – ტიხანოვსკაია მშვიდობიანი აქციების მოწოდებით გამოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი