ახალი ამბები

მარნეულში დარგალის წარდგენისას შეხლა-შემოხლა იყო ნარიმანოვის ძეგლის გამო

21 აგვისტო, 2020 • 1180
მარნეულში დარგალის წარდგენისას შეხლა-შემოხლა იყო ნარიმანოვის ძეგლის გამო

მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად ზაურ დარგალის ოფიციალურად წარდგენის პარალელურად მოქალაქეების ნაწილი შეიკრიბა, გააპროტესტა მისი დასახელება და კიდევ ერთხელ მოითხოვა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

21 აგვისტოს მარნეულში „ქართული ოცნების“ ლიდერები — პრემიერი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახი კალაძე, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე და სხვები — იმყოფებოდნენ, რათა მარნეულის მერი ზაურ დარგალი ოფიციალურად წარედგინათ მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად.

მოწყობილი სცენიდან მოშორებით მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა, რომლებიც დარგალის წინააღმდეგ გამოვიდნენ. პოლიციას სპეციალურად მოწყობილ სცენასთან მისასვლელი გადაკეტილი ჰქონდა.

„კანონდამრვევი დარგალი ვერ იქნება პარლამენტში“, „აღსრულდეს კანონი, მოხდეს პირსისხლიანი ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი“, – ეწერა დემონსტრანტების მიერ მიტანილ პოსტერებზე.

მარნეულის სათემო რადიოს პირდაპირ ეთერში ჩანს შეხლა-შემოხლა აქციაზე.

ნარიმანოვის ძეგლის გარშემო პროტესტი მარნეულში რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა პროტესტი გამოხატა ძეგლის რესტავრაციის გამო. ის დარგალის დასახელებას ეწინააღმდეგებოდა.

გარეკანის ფოტო: „რუსთავი 2“

ვრლცად ნარიმანოვის ძეგლის საკითხის გარშემო „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

ნარიმანოვის ძეგლი: ეპისკოპოსის ხისტი განცხადებები დისკუსიის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი