შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ კახეთის პოლიციამ პანკისის ხეობაში ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკების ამბავთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა — 2002 წელს დაბადებული ა.ბ.

20 აგვისტოს შსს-მ განაცხადა, რომ იმავე ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს 1998 წელს დაბადებული ი.ფ.

გამოძიებით თანახმად, 8 აგვისტოს სოფელ ყვარელწყალში 49 წლის კაცსა და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა“, – წერს შსს.

სამინისტროს თანახმად, „გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

პანკისში სავარაუდოდ ჩაცმულობის გამო ცემის ამბავზე ერთი პირი დააკავეს