ახალი ამბები

პანკისში სავარაუდოდ ჩაცმულობის გამო ცემის ამბავზე ერთი პირი დააკავეს

20 აგვისტო, 2020 • 801
პანკისში სავარაუდოდ ჩაცმულობის გამო ცემის ამბავზე ერთი პირი დააკავეს

პანკისში ჩაცმულობის გამო დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებაზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა 8 აგვისტოს სოფელ ყვარელწყალში მოხდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში,1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და  დაპირისპირებაში მონაწილე 1 პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.

მათივე განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი