ახალი ამბები

21 აგვისტო: კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 აგვისტო, 2020 • 1717
21 აგვისტო: კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით 15 დადასტურებული შემთხვევიდან 4-ის წყარო ლენჯერია, 6 პაციენტის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 3 შემთხვევა იმპორტირებულია, 2 შემთხვევაზე კი ეპიდკვლევა გრძელდება.

ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროის მონაცემებით კოვიდცენტრებში კორონავირუსის მქონე 240 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის კი- მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საინფორმაციო პორტალის, StopCov.ge-ს მონაცემების თანახმად, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 1385 შემთხვევაა დაფიქასირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 1128 პაციენტი და გარდაიცვალა 17.

მასალების გადაბეჭდვის წესი