ნეტგაზეთი | კახა ჩხეტიანმა “დინამო” დატოვა კახა ჩხეტიანმა “დინამო” დატოვა – Netgazeti
RU | GE  

კახა ჩხეტიანმა “დინამო” დატოვა

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდი “ფეისბუქზე” ავრცელებს. მათივე ცნობით,  ჩხეტიანმა  გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “დინამომ” გუშინ, 19 აგვისტოს, ალბანურ გუნდ “ტირანასთან” მატჩი 0:2 წააგო.

“გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში დინამოს ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება – ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ, მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც დინამოს ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო”, — აცხადებს ჩხეტიანი.

კლუბის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი