ახალი ამბები

ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

20 აგვისტო, 2020 • 1027
ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

დონალდ ტრამპის ყოფილ მთავარ სტრატეგი და მრჩეველი სტივ ბენონი აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით დააკავა. სტივ ბენონი ასევე რედაქტორობდა უკიდურესად მემარჯვენე ვებსაიტ „ბრაიტბარტს“.

როგორც 20 აგვისტოს დაწერა CNN-მა, ბენონთან ერთად სამი ადამიანია დაკავებული. მათ ბრალად ედებათ სასაზღვრო კედლის ასაშენებელი კამპანიისთვის („We Build the Wall“) დონორების მიერ შეწირული ასიათასობით აშშ დოლარის თაღლითობით დაუფლება.

ბენონის ადვოკატს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნულ პროექტში ჩართული არ იყო, არ მოსწონდა და ფიქრობს, რომ ბენონის დაკავება „მოულოდნელი“ და „ძალიან სამწუხაროა“.

სტივ ბენონი გააძევეს მონასტრიდან, რომელიც „გლადიატორების სკოლად“ უნდა გადაეკეთებინა

მასალების გადაბეჭდვის წესი