ახალი ამბებიხელოვნება

სოფია კოპოლა ფილმით “On the Rocks” ბრუნდება

20 აგვისტო, 2020 • 2155
სოფია კოპოლა ფილმით “On the Rocks” ბრუნდება

ავტორი: ნინი შველიძე


2020 წელს მაყურებელი ამერიკელი რეჟისორის, სოფია კოპოლას ახალ ტრაგიკომედიას, სახელწოდებით On the Rocks [“ზღვარზე”], ოსკაროსანი მსახიობის, ბილ მიურეის მონაწილეობით ნახავს. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

YouTube-ზე ფილმის ტრეილერი 19 აგვისტოს გავრცელდა. როგორც ტრეილერიან ირკვევა, ფილმი მამა-შვილის წინააღმდეგობრივი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, სადაც შვილის როლს სატელევიზიო შოუებით ცნობილი მსახიობი, რაშიდა ჯონსი, მამის როლს კი 69 წლის ბილ მიურეი შეასრულებენ.

ფილმი 2019 წელს ნიუ-იორკში, კინოსტუდია A24-თან და სტრიმინგ სერვისთან Apple TV+ თანამშრომლობით გადაიღეს.

“On the Rocks-ით რეჟისორმა ნიუ-იორკს სიყვარული აუხსნა”, – ვკითხულობთ ფილმის შესახებ შეფასებებში.

Variety-ის ინფორმაციით, ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. მაყურებელი ფილმის ხილვას თავდაპირველად, სავარაუდოდ, კინოთეატრებში შეეძლებს, ოქტომბერში კი -სტრიმინგ სერვისზე Apple TV+.

2003 წელს სოფია კოპოლას განსაკუთრებული წარმატება მოუტანა რომანტიკულმა ტრაგიკომედიამ “თარგმანში დაკარგულები”, სადაც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონთან ერთად ბილ მიურეი ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი