ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოავლინეს

20 აგვისტო, 2020 • 1459
აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოავლინეს

აფხაზური მხარის ცნობით, აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოავლინეს.

სოხუმის ინფორმაციითვე, გუდაუთის საავადმყოფოში, რომელიც სპეციალურად კოვიდ-ინფიცირებულებისთვის გამოყვეს, 22 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამი საშუალო სიმძიმის, ერთი კი კრიტიკული პაციენტია.

მთლიანობაში, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსის 221 შემთხვევაა გამოვლენილი, 80 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი  გარდაიცვალა.

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო, კორონავირუსის პირობებში, გუდაუთის ჰოსპიტალში ექიმების დასახმარებლად ვოლონტიორებს ეძებს.

აფხაზეთში მედპერსონალით დახმარებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი