ახალი ამბები

გარდაბანი-ყარაჯალარში კვლევა გრძელდება, თუმცა, მოსახლეობის დამყოლობა ნაკლებია – გამყრელიძე

19 აგვისტო, 2020 • 551
გარდაბანი-ყარაჯალარში კვლევა გრძელდება, თუმცა, მოსახლეობის დამყოლობა ნაკლებია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაბანი-ყარაჯალარში კვლევა გრძელდება, თუმცა მოსახლეობა კვლევაში მონაწილეობისგან თავს იკავებს.

„საყურადღებო ადგილად რჩება გარდაბანი-ყარაჯალარი და იქ გრძელდება კვლევა, მიუხედავად იმისა, რომ მოიხსნა საკარანტინე ღონისძიებები. ჩვენ იქ ტესტირებას ვაგრძელებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, [მოსახლეობის] დამყოლობა არ არის ისეთი, როგორიც გვინდა“, – თქვა გამყრელიძემ და მოუწოდა მოსახლეობას, კვლევაში მონაწილეობა მიიღოს.

ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა, 10 აგვისტოს კი შეზღუდვები მოხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი