აჭარაში, კაფე-ბარებსა და სხვა ობიექტებზე მომუშავე ადამიანები ინტენსიურ, სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარებიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ხსნის აღნიშნულ დაწესებულებათა თანამშრომლების ტურისტებთან ხშირი კონტაქტით.
“როგორც მოგეხსენებათ, ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით ეს შეეხება შავი ზღვისპირეთს. შესაბამისად, უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს განსაკუთრებულად იმ პირთა წრე, რომელთაც ტურისტებთან აქვთ შეხება. კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების პერსონალი, რომლებიც დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას”, – აღნიშნეს ბრიფინგზე.
დღესვე განაცხადეს, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც ეპიდვითარების გამო საკარანტინე შეზღუდვები მოქმედებს.








