ახალი ამბები

“ქართულ ოცნებას” კოალიციას არ შევუქმნით” – ზურაბ ჯაფარიძე

18 აგვისტო, 2020 •
“ქართულ ოცნებას” კოალიციას არ შევუქმნით” – ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში “გირჩი” “ქართულ ოცნებას” კოალიციას არ შეუქმნის.

როგორც ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებების მონაწილე ოპოზიცია მსჯელობს შეთანხმებაზე, რომ “ქართულ ოცნებას” კოალიციას არცერთი მათგანი შეუქმნის. მისი თქმით, ამ დათქმით ცალკე დეკლარაცია მომზადდება.

ჟურნალისტმა ჯაფარიძეს ჰკითხა: “გირჩი” არცერთ შემთხვევაში არ შეუქმნის კოალიციას “ქართულ ოცნებას”? – რაზეც ჯაფარიძის პასუხი იყო, რომ “რა თქმა უნდა, არა”.

მანამდე “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ თუკი ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ მათი ხმები ენმ-საც სჭირდება და ოცნებასაც/სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც, პარტიის ხმას დაიმსახურებს ის, ვინც მის ინტერესებს [„მეტ თავისუფლებას“, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ერთპარტიულობის დასრულებას] გაატარებს.

ოპოზიციის გეგმა კოალიციურ მთავრობაზე – „ამომრჩევლისთვის საჭიროა მეტი კონკრეტიკა“

მასალების გადაბეჭდვის წესი