ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” პლაკატების გაკვრისთვის ჯარიმა მერიაში გაასაჩივრა

18 აგვისტო, 2020 • 875
“ევროპულმა საქართველომ” პლაკატების გაკვრისთვის ჯარიმა მერიაში გაასაჩივრა

“ევროპულმა საქართველომ” თბილისის მერიას წერილობით მიმართა და პლაკატების გაკვრის გამო პარტიის აქტივისტების დაჯარიმება გაასაჩივრა.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, ეს წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მიმართ უკანონო მეთოდების გამოყენებაა და ჯარიმების გადახდას არ აპირებენ.

“ხელისუფლებამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ოპოზიციის წინააღმდეგ უკანონო მეთოდების გამოყენება. ამის ერთ-ერთი სასაცილო გამოვლინება იყო პლაკატების ჩამოხევა და ჩვენი მომხრეების დაჯარიმება იმის გამო, რომ მათ ქალაქში პლაკატები გააკრეს. ჩვენ ახლა მოვედით მერიაში იმისთვის, რომ გავასაჩივროთ ეს ჯარიმები და ამ ჯარიმების გადახდას ნამდვილად არ ვაპირებთ”, — განაცხადა კაპანაძემ.

“ევროპული საქართველო” საარჩევნო პლაკატების გაკვრისთვის 500 ლარით დააჯარიმეს. პარტიას ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოუწერეს, რაც პლაკატებისა და სხვა მასალის განთავსებას გულისხმობს ისეთ ადგილებზე, რომლებიც ამისთვის არ არის გამოყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი