ახალი ამბები

მუშაობას “ტელესკოლაში” განვაგრძობ – მაღლაფერიძე

18 აგვისტო, 2020 • 1212
მუშაობას “ტელესკოლაში” განვაგრძობ – მაღლაფერიძე

ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, აცხადებს, რომ მუშაობას “ტელესკოლაში” განაგრძობს.

„ტელესკოლა“ არის განათლების სამინისტროს პროექტი, რომელიც დისტანციური სწავლებისათვის შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე.

ჟურნალისტებთან საუბრისას მაღლაფერიძემ გამორიცხა პოლიტიკური საქმიანობა პარლამენტსა თუ მთავრობაში.

“პარლამენტი, სამინისტრო, თუ გინდათ, ბელორუსიც მიაყოლეთ, გამორიცხეთ. ერთადერთი, რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა, ტელესკოლაში, რომელიც შევქმენით. მაქვს ორი პროექტი, ერთი- სხვასთან ერთად, მეორე- მარტო. ეს არის საგანმანათლებლო პროექტები. ამას გავაკეთებ იანვრამდე. იანვრის მერე შევხედოთ, როგორ იქნება”, – თქვა მან.

მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა. მანამდე ის დირექტორის მოადგილე იყო.

მაღლაფერიძე დირექტორის თანამდებობიდან დღეს, 18 აგვისტოს, გადადგა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღო არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.

მაღლაფერიძე არ აკონკრეტებს, რატომ შეიძლება გაჩნდეს ეჭვი წინასაარჩევნოდ არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მისი დირექტორობის პერიოდში.

ვასილ მაღლაფერიძე საზმაუს დირექტორობიდან გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი