ახალი ამბებისაზოგადოება

გორის კლინიკის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

18 აგვისტო, 2020 • 828
გორის კლინიკის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

კლინიკა “გორმედის” ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ხათუნა შრუბმა განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული ექთანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კორონავირუსი მეორედ ტეტსირების შემდეგ დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, ექთნის ინფიცირების წყაროს კვლევა მიმდინარეობს:

“დაფიქსირდა ერთი შემთხვევა — ექთანი, რომელიც ცხელების ზონაში იყო დასაქმებული. ეს იყო თვითიზოლაციაში გაგზავნილი ექთანი, რომელსაც პირველი ტესტირება უარყოფითი ჰქონდა და თვითიზოლაციიის პერიოდში პროტოკოლის მიხედვით მეორე ტესტირებაზე მოუვიდა დადებითი პასუხი. ისევ რჩება თვითიზოლაციაში, პროტოკოლის მიხედვით კიდევ გაიტესტება შემდეგში”.

18 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში.

18 აგვისტო: კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი