საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ინფორმაციით, მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსის 1351 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 1092 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.
ინფექციური საადავამყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ათი ახალი შემთხვევიდან ამ დროისთვის უცნობია მხოლოდ ორი პაციენტის წყარო. დანარჩენი რვა პაციენტიდან ოთხი უცხოეთიდან შემოსულია, საიდანაც ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ასევე, 17 აგვისტოს დილის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა სამედიცინო პერსონალის ერთ წარმომადგენელს, ერთი კი ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ეზუგბაიამ ასევე ისაუბრა კორონავირუსის მქონე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სულ 6 კრიტიკული და 23 მძიმე პაციენტი მკურნალობს.
ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 17 აგვისტოს დილის მონაცემებით 249 აქტიური შემთხვევაა, ანუ პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა და რომელიც ახლა მკურნალობს.