ახალი ამბები

მელია იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ივანიშვილთან კოალიციის წინააღმდეგ დეკლარაციას მიიღებს

18 აგვისტო, 2020 • 698
მელია იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ივანიშვილთან კოალიციის წინააღმდეგ დეკლარაციას მიიღებს

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ იმედია, ოპოზიცია შეთანხმდება და მიიღებს დეკლარაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ შექმნან კოალიცია ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებასთან” არჩევნების შემდეგ.

ამ ინიციატივით ენმ გამოდის, თუმცა სხვადასხვა ოპოზიციიური პარტიების მოსაზრება ჯერ ნათელი არ არის.

“იმედი მაქვს, ასეთ დეკლარაციას ოპოზიცია მივიღებთ სექტემბრის დასაწყისში”, – განაცხადა მელიამ 18 აგვისტოს ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ. ამ შეხვედრაზე ოპოზიცია შეთანხმდა საერთო კანდიდატებზე თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში.

ოქრუაშვილი და ჯაფარიძე – ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა ორ ოლქში

მასალების გადაბეჭდვის წესი